ბოდიალი

მთელი დღეა ვფიქრობ თუ რა დამეწერა ჩემს ბლოგში.. დავაწყვე გეგმები რომ ამეღწერა ყველაფერი წვრილმანებში. თუ როგორი იყო ჩემი პირველი დღე სკოლაში, როგორ მიმიღეს პიონერფილმში, რა მასწავლა ავტობუსში დიდხანს ბოდიალმა. ასევე ვაპირებდი მომეყოლა თუ რატომ მტკიოდა ფეხები და რატომ ვცეკვავ დღეში 2 საათის განმავლობაში gangnam styile-ს, ვაპირებდი მომეყოლა თუ როგორ ვატარებდი მთელს დღეებს,  როგორ ვეღადავე ერთ-ერთ მეგობრის მეგობარს როცა მომწერა შეიძლება ვიმეგობროთო? მაგრამ უეცრათამ ყველაფრის მოყოლა გადამინდდა 😦 ერთ-ერთ გვერდზე წავიკითხე ეს:

შექსპირმა თქვა: მე თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ და იცი რატომ? იმიტომ რომ მე არავისგან არაფერს ველი, რადგან ლოდინს ყოველთვის ტკივილი მოაქვს… ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ასე რომ გიყვარდეს შენი ცხოვრება…. იყავი ბედნიერი და ხშირად გაიღიმე… მანამ სანამ რაიმეს იტყოდე, დაფიქრდი… სანამ ფულს დახარჯავდე ჯერ გამოიმუშვე…. სანამ ილოცებდე, პატიება და მიტევება ისწავლე… სანამ ვინმეს გულს ატკენდე, თავად შეიგრძენი თუ რა არის ტკივილი… სანამ შეიძულებდე, ჯერ შეიყვარე, სანამ გარდაიცვლებოდე, იცოცხლე!!!

ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და ვფიქრობ რომ ამ პოსტს აუცილებლათ დებილური და უაზრო გამონათქვამებით ავავსებ. რაღაცნაირად ცვალებადი ხასიათი მაქვს… ხშირათ ახლობელ ადამიანს უხეშათ ვექცევი სლ უცხოს კი თან ვყვები… ეს ხომ სისულელეა? ეს ცხოვრება ზოგჯერ უაზრო მეჩვენება… რისთვის ვცხოვრობთ საერთოდ? ხშირათ ვოცნებობ რომ დავამთავრო სკოლა, ის ხომ საშინელია და მოსაბეზრებელია. მაგრამ რამდენი უფროსც არ უნდა ვნახო ყველას უნდა სკოლის დროის დაბრუნება, გაახალგაზრდავება, ცხოვრების თავიდან დაწყება, ან რაიმე შეცდომის გამოსწორება. იქნებ ახლო მომავალში რაიმე შეცდომას მეც დავუშვებ რომელიც ჩემს ცხოვრებას მკეთრად შეცვლის? ან შეიძლება უკვე დავუშვი კიდეც მაგრამ ვერ ვხვდები. ეს ცხოვრება ძალიან ძნელი ყოფილა. ეს აქამდეც ვიცოდი მაგრამ მხოლოთ ფილმეიდან, თურმე არშეიძლება დანებება. ამქვეყნად ბევრი პრობლემა შემხვედრია და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი მომავალში მომელის, მაგრამ მე გავიღიმებ თავს მაღლა ავწევ და ცხოვრებას გავაგრძელებ… შევეცდები რომ უხეშათ არავის მივმართო, მაგრამ ზოგჟერ ეს შეუძლებელია მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც ვუშვებ შეცდომებს. ადრე მასწავლებელი მყავდა, სამოქალაქო განათლებას მასწავლიდა, ის ძალიან ძალიან მიყვარდა მაგრამ წელს მის ნაცვლათ სულ სხვა მასწავლებელი შემოვიდა… ამან გული მთელს კლასში მარტო მე დამწყვიტა. ყოველი დღე როცა მისი გაკვეთილი მქონდა ვემზადებოდი, თემას ვიგონებდი, მერ კლასში მასწავლებელს ვაცნობდი, ვმსჯელობდით… უფრო სწორათ მე და მასწავლებელი ვმსჯელობდით დანარჩენებს ეძინათ,ან რაღაცას ბღაჯნიდნენ ან მუსიკას უსმენდნენ მე კი განვიხილავდი მთელი მსოფლიოს პრობლემებს, ვკითხულობდი დელიკი კარნიგის ფსიქოლოგირ წიგნებს და ვიყავი მუდამ «გიტარის სიმივით დაჭიმული» ( ზურა მასწავლებელი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ადამიანი მუდამ გიტარის სიმივით დაჭიმული უნდა იყოსო, თუ ცოტათი მაინც აიშვებს  არ ექნება ისეთივე სასიამოვნო ხმა… შემდეგ კი ყოველთვის ვაჟა ფშველას ლექსიდან მოჰქონდა ხოლმე ციტატა).

1347376459_tumblr_lzf5m4xspp1qzrkblo1_500ის ჩემი ყველაზე საყვარელი მასწავლებელი იყო.. მან ბევრი რამ მასწავლა. მეუბნებოდა რომ ყველაზე მეტად ადამიანს თავისი თავი აოცებს, დღითიდღე იცვლება ადამიანი და დარწმუნებით არასოდეს არაფერი არ უნდა თქვა. ამბობდა რომ ადამიანის ფსიქიკის სრულებით შესწავლა შეუძლებელია, რადგან ის გაუვალი ტყესავითაა, ტყეში კი თვითოეულ ხეს, ყვავილს თუ პატარა ცხოველს თავისი დანიშნულება აქვს და შეუძლებელია ყველა შეისწავლო… რაც შეეხება იმ ციტატას მაღლა რომ მოვიყვანე ამიერიდან ის ჩემი ცხოვრების მთავარ წესს შეადგენს 🙂 🙂 ახლა კი დროა წავიდე და დავამთავრო ეს სისულელე. წასვლის წინ კი ირაკლი ჩარკვიანის სიტყვებს  დაგიტოვებთ… ჩემი ჩანაწერიდან თუ არა ამ ლექსიდან მაინც მიხვდებით როსო თქმა მინდოდა სინამდვილეში…

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,

ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს,

ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,

ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო.

Оставьте комментарий