:)

ღიმილი თამაშობს სახეზე მარტოდ,
იღლება, შემდეგ კვლავ მიდის სახლში.
ღაამებს ისევ სიჩუმით ართობს,
გვირილას წყვეტს და იშლება გზაში.
ღიმილი შენზე მომწონდა მუდამ,
შენ თვალებში კი სიცოცხლე ვნახე,
შენი ტუჩები უაზროდ დუმდა ,
ოთახის ბოლოს კვლავ ცივი სახე.

Реклама

[სი(ცა)რი]ელე

ამბობენ შეცდომის დაშვების არ უნდა შეგეშინდესო. არ მეშინოდა…. დაე იყვნენ დაშვებულნი და დაცემულნი ვით ღვთის სახლიდან გამოძევებული და წითელ ბარხატშემოხვეული ლუციფერი.

ცხოვრებაში ასე ცუდად არ მიგრძვნია თავი. სულ ვამბობდი რომ თავის მოკვლა არ არის გამოსავალი და როცა ეს მოგინდება შენი თავი უნდა დააჯერო რომ 5 წუთი მოითმინო და ყველაფერი კარგად იქნება. და შენც ზიხარ უყურებ უზომოდ ნელა მოლივლივე საათის ისრებს და ელოდები როდის გავა 5 წუთი და როდის იქნება ყველაფერი უკეთესად. ელოდები და ამ ლოდინს ატან საუკეთესო წუთებს. წუთებს როდესაც შეგეძლო ბედნიერი ყოფილიყავი.

მუცელი მტკივა. თითქოს შიგნით სადღაც სიღრმეში შავი ხვრელია და ყველაფერს ისრუტავს. ძალიან ცუდი ადამია{ნი/ა/(ვ/ი/არ)}. ვერც კი ვხვდები ამ დონემდე როგორ მივიყვანე ჩემი თავი რომ ყველას ვეზიზღებოდე და არავის ვუყვარდე. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ. გულს ვტკენ ყველას და განსაკუთრებით საკუთარ თავს.

მე დეფექტური დავიბადე. ნახევარი სულით და მეოთხედი გულით. დავიბადე პატარა სხეულში, გახვრეტილი სასულეთი. და რაც უფრო ვიზრდებოდი მით უფრო ვაფართოვებდი ამ ნახვრეტს. მიყვარდა ჭუჭრუტანებში ყურება…საინტერესო იყო. ვცდილობდი რომ ეს უფსკრული გამომევსო და ამომეტენა სხვადასხვა უაზრო რაღაცებით. სწავლით, კარიერით, წიგნებით ან ფილმებით, ზოგჯერ ადამიანებით. მაგრამ მივხვდი რომ არაფერს ჰქონია აზრი. ვერ გამოავსებ იმას რასაც არ აქვს ძირი. ვერ გაათეთრებ მას, რაც ყველა[ფერს] შთანთქავს. ეს მარტივი ფიზიკის კანონია.

ვუფერულდები. ვხუნდები. ვიფლითები და ჩემს ადგილს სიცარიელე იკავებს. ალბათ შენც გექნება სოფელში ძველი სახლი გახუნებული «შპალიერით». ჩემი სული მასზე გახუნებულია. ჩემი გონება კი ჩემი ოთახივით არეული და რაც არუნდა ეცადო მის დალაგებას მაინც ვერ მოახერხებ, უბრალოდ ერთ დიდ ლაბირინთში აღმოჩნდები და შენც აირევი.

ნეტა ცხოვრებაც მათემატიკა იყოს. დაჯდებოდი იფიქრებდი. კონკრეტულ წესებს გაიხსენებდი და ბოლოს დაამტკიცებდი. რამდენიმე გზა გექნებოდა მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთია.. პასუხი ერთია…. მათემატიკაში….. მაგრამ ცხოვრება… ცხოვრება ერთი დიდი წალკოტია, ხან ჭაობიანი ხანაც დაგვალული. და შენ არასდროს იცი რა გელის წინ.

 

მე ვიცოდი რომ ასე იქნებოდა.. ხომ გაგაფრთხილე.. ადრე.. მერეც,… ახლაც. მაგრამ არ დამიჯერე ❤

მადლობა

მიყვარდი

ახლა? აღარ მიყვარხარ

ცხოვრებას//

პ.ს შენს მოსვლას 12 საათამდე დაველოდები სიკვდილო და მერე შენ იცი ან მოხვალ ან არა. შეიძლება სხვასთან მიხვიდე შეიძლება არავისთან. მე შენ დაგელოდები. 5 წუთიც დავინიშნე და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

პ.ს.2 შენი აზრით რომეო და ჯულიეტა ერთმანეთს გაუძლებდნენ თავი რომ არ მოეკლათ?  არ ვიცი ყოველთვის მეგონა რომ საყვარულისთვის სიკვდილი უფრო მარტივია ვიდრე მისთვის თავგანწირვა და ერთგულება.

პ.ს3  მე წავალ. დღეს. ან ხვალ. ან ზეგ.. ან 7 წლის შემდეგ. და შენ დარჩები აქ. ვიცი ასე მოხდება. და თუ 7 წლის მერეც გემახსოვრები ჩემს საფლავზე მზესუმზირები ან გვირილები მოიტანე. ❤ სახლში რომ წახვალ მარწყვის ტორტი მიირთვი და ცხელი შოკოლადი დააყოლე მარშმელოუებით და შეგიძლია ცოტა იტირო კიდეც, მაგრამ არავის უთხრა რომ ჩემზე ტირი, არავის აჩვენო რომ კვლავ ჩემზე ფიქრობ, და რა თქმა უნდა არავის არასდროს არასდროს არ ესაუბრო ჩემზე პოეზიის ღმერთის გარდა ❤

 

ნაყინზე აღარ გეპატიჟები.

დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ღამის კოშმარებისგან უეცრად გამოღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ ყელი მტკივა. ხასიათზეც ვერ ვიყავი. ჩვეულებისამებრ ვიღიმოდი მაგრამ ახლა უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა.

ისეთი უცნაური დღე გამითენდა ყველა დადგენილმა ჭეშმარიტებამ სახე იცვალა. ჩემი ოთახი ჩვეულებრივზე პატარა მეჩვენა, ონკანის  წყალი კი საოცრად ტკბილი. მაშინ პირველად მომინდა თავსი დახრჩობა.

თავიდან ვიფიქრე მეჩვენება და ყველაფერი ისევ ისეათქო. ყველაფერი მართლაც ისე იყო როგორც გუშინ დავტოვე. გადაშლილი წიგნები, კუთხეში მიყრილი შოკოლადის ქაღალდები, გაშლილი აკვარელის ფურცლები და ფუნჯები, არაჰარმონიულად და ქაოსურად აბურდული ტანისამოსი. წინა დღის სადილიდან შემორჩენილ პურის ნამცეცებსაც კი არ შეეცვალათ ადგილი. ვიდექი და ვაკვირდებოდი ამ საოცარ სანახაობას. ~

შემცივდა. ძალიან შემცივდა….  მომინდა ეს ყველაფერი ერთ გორად შემექუჩებინა, გადამეწვა და ხელები გამეთბო. მინდოდა სითბო მეგრძნო… სისხლი მეყინებოდა ძარღვებში.

და უეცრად ყელი ისე ამეწვა რომ ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. სუნთქვა მიჭირდა. თითქოს ჩემმა თანატოსმა პირში ხელი ჩამიყო და სასაზე თავისი ბინძური ფრჩხილებით მეფერებოდა. მერე ნელ-ნელა უფრო დაბლა ჩაცურდა ლორწოვან გვირაბს გაუყვა. არ შემეძლო ხელი შემეშალა. ის ჩემი თანატოსი იყო და იმას ვაკეთებდი რასაც მიბრძანებდა.  უეცრად ხელი გლანდებში ჩამავლო და მთელი ძალით მოქაჩა. ჩემგან განსხვავებით ისინი შეეწინაღმდეგნენ მაგრამ ამაოდ. მაინც ამომაგლიჯა და თან წითელი უძირო თვალებით მიყურებდა.  როცა საქმე დაამთავრა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ მას… ენა აუსვა ერთხელ და ნარჩენები ცერბერს გადაუგდო. ვიფიქრე ჩემი ტანჯვა დამთავრდებათქო და თურმე ეს მხოლოდ  პრელუდია ყოფილა.

ვგრძნობ რომ სული მტკივა… ტკივილისგან იმდენად სივდება, რომ მალე ჩემი სხეული მის შეჩერებას ვეღარ შეძლებს. ალბათ ხვალაც აღარ გავალ სახლიდან და დღესაც კოშმარები დამესიზმრება.

ხოდა ნაყინზე აღარ გეპატიჟები მე, დღეს ყელი მტკივა და საერთოდაც შეიძლება აღარც ვიყო ხვალ ცოცხალი.

 

ვიღაც, ვისთან ერთადაც დავიძინებ და ვიბანავებ

დიდიხანია ვფიქრობ რა მჭირდება ცხოვრებაში. ალბათ ქმარი და ბავშვები ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. იცით როგორი ცხოვრება მინდა? შეზღუდვების გარეშე…. მინდა მეგობარი მყავდეს :3 ერთად ვიცხოვროთ უნივერსიტეტთან ახლოს. ყოველ დილით ბლინები გავაკეთოთ. ყველგან ერთად დავიგვიანოთ და  ყველა დარდი გავუზიაროთ ერთმანეთს. მინდა რომ ღამე ერთად დავიძინოთ ზოგჯერ ჩახუტებით, ზოგერ ისეც. მთავარია ვიცოდე რომ გვერდზე ვიღაც არის. ზოგჯერ საშინელებაა როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები….  მერე ერთად ვიბანაოთ ხოლმე :დ სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ საინტერესო იქნება. თან წყალს და ბუნებრივ აირს დავზოგავთ ასე.  მინდა რომ ერთმანეთის ტანსაცმელი გვეცვას. ბევრი ვჭამოთ და კალორიები არ დავთვალოთ. კვირაში 2 ჯელ ვირბინოთ ან ვივარჯიშოთ. კარგ ამინდში აივანზე დავიძინოთ და ყოველ შაბათს ერთად დავლიოთ წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, შევჭამოთ ყველიანი ტოსტები და მოვწიოთ ყველაზე კარგი სიგარეტი.  კვირაობით 3 საათამდე საწოლში ვეგდოთ. მერე გავისეირნოთ სადმე წიგნი წავიკიტხოთ სხვა წვრილმანები მოვაგვაროთ მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენს სახლში დავბრუნდეთ. ერთ წვიმიან დღეს სეირნობისას ქუჩაში შემხვედრი პირველი ცხოველი წამოვიყვანოთ სახლში და მესამე წევრად დავიმატოთ. როცა ვადიღლებით შეიძლება უაზროთ ვეგდოთ იატაკზე პიჟამოების ამარა და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვისაუბროთ. ხოლმე ხოლმე რომელიმე ცუდად რომ გახდება მეორემ მოუაროს.

როცა ტირილი გვენდომება ერთად ვიტიროთ და ერთი კედელი ჩვენი მახინჯი ფოტოებით გავაგსოთ. ძალიან მჭირდება  ვიღაც, ვისთან ერთადაც დავიძინებ და ვიბანავებ. არ აქვს მნიშვნელობა სქესს. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება. ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთთან უზომოდ ახლოს ვიყოთ, საათობით ჩახუტებულები ვიწვეთ, ან ერთმანეთს ვაკოცოთ, ან იქნებ ოდესმე სექსიც გვქონდეს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით. კომფორტულ ხალისიან და უსასრულოდ ზრდად მეგობრებად.

საყვარელ დედას

ვიცი არასდროს ვყოფილვარ ისეთი შვილი დედები რომ ოცნებობენ ხოლმე. არც ღამე გაძინებდი და არც დილით არ გასვენებდი.  ზოგჯერ ალბათ იმ ძლივს ნაშოვნ საჭმელსაც არ ვჭამდი და დაბლა გიქცევდი ან 1000  სისულელეს ვაკეთებდი.  მახსოვს ის დღე პლიტაზე რომ დავეცი. ბორში  გქონდა გაკეთებული და ძალიან გიხაროდა. მე ფანქრების ასაღებად მივდიოდი. გამაფრთხილე ფრთხილად არ დააქციოო მაგრამ მე მაინც დავაქციე. ნუთუ შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება? ალბათ არა… მე მაინც მივიდოდი და მაინც ავიღებდი ფაქნრებს.   გახსოვს ის ამბები ბავშვობიდან რომ მიყვებოდი? ? ბაბუკუნა რომ მეძახდა არ მოხვიდეო და მე მაინც რომ მივდიოდი?/ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი რომ  გამებრაზებინა ანდაც ჯიბრში ჩავდგომოდი არამედ იმიტომ რომ ასე მინდოდა.

რომ გავიზარდე მივხვდი რომ ბევრი რამ არ იყო ისე როგორც მინდოდა. და შევეგუე რაღაცებს. მაგალითად იმას რომ სკოლა ყოველთვის 9 საათზე იწყბა. განა შემეძლო ამის შეცვლა? არა არ შემეძლო მაგრამ შემეძლო გვიან ავმდგარიყავი დამეგვიანა და აშ… ეს უკვე ჩემი არჩევნანი იყო/ უფრო სწორად ჩემი ადგოომის პრობლემა რომელიც გამოწვეული იყო დაწოლი პრობლემით. ზოგჯერ ადრე ვიძინებდი მაგრამ უმეტესად გვიან. ყოველ ღამე ჩემს თავს ვპირდებოდი მოდი ადრე დავწვები რომ ადრე ავდგე და სკოლაში მივიდეთქო. მაგრამ ყოველ ღამე ვარღვევდი ამ პირობას., არა იმიტომ რომ შენი გაბრაზება მინდოდა არამედ იმიტომ რომ ძალიან უმნიშვნელო იყო სკოლა ჩემთვის და ყველა მეზიზღებოდა სკოლაში. იცი რატო მეზიზღებოდა ყველა? იმიტომ რომ ჩემს ენთუზიაზმს და განსხვავებულობას ბოჭავდნენ. მთელი 12 წელი ყველა მაკრიტიკებდა იმის გამო რომ განსხვავებული აზრი მქონდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. იყო პერიოდი როცა ვცდილობდი დამეჯერებინა მათთვის მაგრამ ეს იმდენად რთული იყო მერჩივნა ჩემზე 1000 სისულელე ეთქვათ ვიდრე ის გამეკეთებინა რასაც ჩემიი კლასელები ან თუნდაც მასწავლებლები მეუბნებოდნენ.

ალბათ იფიქრებ ეს რა შუშია რატო მიყვებიო… იმიტომ გიყვები რომ შენ არ იცი როგორია ჩემი ცხოვრება ან როგორი იყო. შენ არ გყოლია ჩემნაირი დედა. შენ შენნაირი გყავდა. ჩენ არ გყოლია ჩემნაირი მამა. შენ გყავდა ისეთი როგორიც გყავდა, შენ არ ყოფილხარ ჩემნაირი შენნაირი იყავი, და არავინ არარის ან ჩემნაირი ან შენნაირი ყველა თავისნაირია. ამით არ ვამბობ რომ შენ ცუდიხარ ან მე მყავს ცუდი მშობლები და რაღაც მსგავსი.

მე იმას ვამბობ რომ ცხოვრებაში არაფერი მომსვლია ისე ადვილად როგორც შენ ფიქრობ. ძალიან ვწვალობდი თუნდაც იმ 9 ქულისთვის რასაც სკოლაში ვიღებდი/ იმიტომ რომ ყოველთვის თმო დათო და გუჯა ითვლებოდნენ კარგ მოსწავლეებად იმის მიუხედავად რომ ზოგ რამეში ვჯობდი კიდეც.  ვერ ვხვდები რა მივიღე მარტივად. თავს ვაკლავდი რომ კარგად ჩამებარებინა.. ,მიუხედავაად იმისა რომ იმედები ვერ გაგიმართლე ვფიქრობ რომ ცუდად არც არაფერი მიქნია.,..რაც შემეძლო შემდეგში გამოვასწორე კიდეც. ისე რომ არავისთვის არაფერი მითქვია. შენი ნაჩუქარი 5$ გადავახურდავე იმისთვის რომ საგრანტოზე გავსუულიყავი. ჩემი მეგობრებიდან ერთადერთი ვარ ვინც ავიღე გრანტი. და იმ მრავალს შორის ერთერთი ვინც გაბედა ამ გამოცდაზე გასვლა. ვიცოდი რომ დიდი ალბათობით ვერ შევძლებდი. და არ გითხარი წინასწარ არ მინდოდა შენთვის იმედი გამეცრუებინა.

მიუხედავად იმისა რომ ვიცი კარგად ვსწავლობ უნივერსიტეტში და ერთი შეხედვით ბევრი მეგობარი მყავს ვიცი მარტო ვარ.  ჩემთან უმეტესი იმიტომ მეგობრობს რომ შემიძლია დავეხმარო დავალებებში. რც შეეხება სკოლის მეგობრებს იშვიათად ვხედავ და ამ ბოლოდროს აღარც მაქვს სურრვილი. ისინი სულ სხვა პლანეტაზე არიან. ამის გამო უმეტესად მარტო ვარ . ამით იმის თქმა მინდა რომ შენ უკეთეს მდგომარეობაში ხარ. მეგობრები მაინც გყავს ვისაც ენდობი. შეგიძლია დედაშენსაც ელაპარაკო და აშ… მე კი არასოდეს მქონია ისეთი ურთიერტობა შენთან რომ მეთქვა რა მაწუხებს და აშ…

არ მჭირდება ახალი ნივთები და ახალი ტანსაცმელი და აშ..  მახსოვს ის დრო შეშას რომ ეზიდებოდა მამა. კიბეებზე რომ გვარბენინებდა  და ასე რომ გვათბობდა. მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი.  არადა მაშით არაფერი არ გვქონია თითქმის. მე არ მეშინია არც სიცივის და არც შიმშილის და არც სიღარიბის. უკვე დიდიხანია მივხვდი რომ ვერც ყველაზე ჭკვიანი ვიქნები ვერც ყველაზე ლამაზი და ვერც ვერასდროს ვიქნები რამე წინ „ყველაზეს“ თქმა რომ შეიძლებოდეს.

შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობდი მე.. რა ვიგრძენი. როცა მამამ გამარტყა/ გგონია მეტკინა? ფიზიკური ტკივილი არაფერია იმასთან რაც მე ვიგრძენი მაშინ./ ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი როცა შენც დამარტყი. მეგონა ამას არასდროს აღარ იზავდი/ ვერ წარმოიდგენ რას ვგრძნობ როცა შენ ჩემს ოთახში (ერთადერთ ადგილას სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ) შემოდიხარ და ყველაფერს ლეწავ. როცა დაგინახე ისტერიკაში მყოფი თმას როგორ იხოკდი. არშემეძლო ამის გაძნება. აბა შენ წარმოიდგინე მსგავსი სიტუაცია შენსს ცხოვრებაში. სადაც შენ ჩემს ადგილას ხარ.

მე არც ვიცი რა გითხრა/ ძნელია იმ ყველაფრის თქმა რასაც ვფიქრობ და რასაც ვგრძნობ.  ბაბუკუნა მეუბნება დედაშენი მართალია და შენ არაო. არ ვიცი არ მესმის როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ვინმე იყოს მართალი? ვფიქრობ არავინ არაა მართალი მაგრამ თუ შვებას იგრძნობ იმით რომ გითხრა მართალიხართქო დაე ასე იყოს. შეიძლება ხარ კიდეც მე რა ვიცი. ახლა ვერ ვხვდები ნამდვილად.

ჩემს  ახლანდელ მდგომარეობას იცი რა გამოხატავს კარგად ? ეს სიტყვები

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი. და ახეული მაქვს ლაყუჩები,.“

მეც ახეული მაქვს ლაყუჩები სუნთქვა აღარ შემიძლია ისე ცუდად ვარ .  მამას ვუთხარი ერთი შარვალი და ერთი სვიტრი გამოატანეთქო. მთელი 2  პარკი ჩაგილაგებია ჩემთვის. მაშინ მივხვდი რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდა და ძალიან ცუდად გავხდი.  ხოდა ახლა სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი რა ვქნა.

/უძღები შვილი?

 

ჩემნაირი

იცით როგორ მიყვარს ნაყინი? აი ძალიან, უზომოდ. უსასრულობამდე მიყვარს. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი რეცეპტით შექმნილი ნაყინი მიყვარს. ვიცი არსებობენ ბევრად გემრიელი ნაყინებიც მაგრამ რატომღაც ეს მეგემრიელება მე.

იცი ზოგჯერ მგონია რომ შენც ნაყინი ხარ. შენზე ბევრად კარგებიც არიან.. ხო ვიცი არც შენ ხარ მთლად ბოლო დონის ხელწამოსაკრავი და მიწაზე მხოხავი პარაზიტი, მაგრამ ხომ არიან შენზე კარგებიც? არა, არ მიპასუხო ამ კითხვაზე. ვიცი რომ არიან. მაგრამ რატომღაც ბავშვობიდან ვერ ვიტან სიკარგეს. არც მთლად ცუდისკენ მიმიწევს გული. აი მაგალითად შენ, ჩემი საყვარელი ნაყინივით ხარ… არც ვანილის და არც სულ მთლად შოკოლადის. უბრალოდ ის ხარ რაც ხარ.

იცი რა არის ადამიანების პრობლემა?

ჩვენ შეგვიძლია  ვაღიაროთ რომ უამრავი ადამიანი გვჯობია, უამრავია ჩვენზე უკეთესი და პირიკით უამრავ ადამიანზე კარგი გვგონია თავი. მაგრამ  ჩვენ არ შეგვიძლია გამოვარჩიოთ ადამიანი რომელიც ჩვენნაირია. გესმის? არ ვიცი… ეს ამპარტავნობის გამო მოგვდის თუ იმიტომ რომ ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ?  იქნებ ამ კითხვაზე პასუხი მომწერო წერილობით.  იცი? როცა მოწყენილი ვარ ან როცა ავტობუსში ვზივარ, ან როცა რიგში ვდგავარ, ან როცა ლექცია უინტერესო საკითხს ეხება სულ ამ საკითხზე ვფიქრობ.

და მე რომ ნაყინი ვიყო რისი გემო მექნებოდა შენთვის? :3

გოგონა წიგნიდან

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

როცა დავიბადე ხორბლისფერი კანი და შავი თვალები მქონდა.  სუ სუ პატარა წერტილი ვიყავი როცა პირველად გავხოდი და გამოვხოხდი. მერე ავხოხდი და ჩამოვხოხდი.  მალევე შემიყვარდა სირბილი. დავრბოდი თმაგაშლილი, ფეხშიშველი, მაძღარი, ზოგჯერ მშიერიც, ბედნიერი და უბედურიც, დავრბოდი აღმართშიც და დაღმართშიც, (ავ)დარშიც, სახლშიც და ქუჩაშიც,  დავრბოდი ლამაზი კაბით და ჭრელი წინდებით. დავრბოდი მაღლა და სწრაფად, გულის ამოვარდნამდე და სისხლის გაყინვამდე.

მერე სულ ვეცემოდი. ზოგჯერ ცხვირით, ზოგჯერ მუხლით, შობლით, იდაყვით, ტრაკით, საფეთქლებით, წარბებით, თითებით, კბილებით….. თქვენ წარმოიდგინეთ და ერთხელ მუცლითაც დავეცი. აი ის იყო ყველაზე საშინელი დაცემა. 2 კვირა ვცდილობდი ადგომას Читать далее «გოგონა წიგნიდან»

პასუხის პასუხი.

მინდოდა რაღაც მომეწერა… მინდოდა მეთქვა რა ვიგრძენი ამ სმსის წაკითხვისას მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია. უბრალოდ რაღაცნაირი უცნაური განცდა დამეუფლა, უცნაურად ეკლიანი და ბასრი მინდა რომ ბედნიერი იყო . ეს არ არის უბრალოდ სიტყვები რომელსაც ერთი ადაიანი ეუბნება მეორეს. ეს სიტყვებია რომელსაც ერთი ადამიანი დიდი ძალისხმევის შედეგად ეუბნება მეორეს, რომელსაც ეს ნამდვილად სჭირდება. ყოველთვის პრინციპული ვიყავი და ეს იცი. ადამიანები ჩვევებს არ ღალატობენ. ვიცი გაჩუმება და არაფრის თქმა უფრო მარტივია. ორივესთვის. მაგრამ ყოველთვის სირთულეები და უსიამოვნო რაღაცები მიზიდავდა. ალბათ ზედმეტად ამაყი ვარ იმირთვის რომ თავი ისე მოგაჩვენო თითქოს არაფერი მომხდარა და ისევ თავიდან ჩავეშვა იმ თავბრუდამხვევ მორევში, რომელშიც ერთ დროს რამის ორივე ჩავიხრჩეთ. უცნაური გრძნობაა. უცნაური სიცარიელის და ამავდროულად უცნაური სისავსის. ახლახანს ერთი წიგნი წავიკითხე. თავიდან მთავარ მოქმედ გმირს ჩემს თავთან ვაიგივებდი და სიმართლე რომ გითხრა რაღაცით ვგავარ კიდეც. იმედი მქონდა რომ წიგნის დასასრულში გავგებდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, მაგრამ არა, ზოგჯერ ჩვენი იმედები არ მართლდება. ზოგჯერ არც ერთი ოცნება არ ხდება. აიმიტომ იმედის ქონა დიდ სისულელედ მიმაჩნია, თუმცა ყოველთვის მაქვს რაღაცის იმედი. რაღაცის მაგრამ არა ვიღაცის. იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რის მერეც არავის იმედი არ უნდა გქონდეს. მე კი ეს ზღვარი დიდიხანია გადავლახე. სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ახლა ამას რატო გწერ. ალბათ იმიტომ რომ ჩემი შინაგანი გრძნობები არასდროს გესმოდა, ალბათ ზოგჯერ არც გაძლევდი უფლებას და საშუალებას რომ გაგეგო. იმედი მაქვს რომ ახლა გაიგებ ან ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგექმნება. ხო და ახლა მივუბრუნდები იმას, რამაც გადამაწყვეტინა ამდენი მეფიქრა და თავი მემტვრია. მომავალში აუცილებლად შევხვდებით. სად , როგორ და რა ვითარებაში არ ვიცი. არც ის ვიცი როგორ შემხვდები, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია რომ ყოველთვის ღიმილით შემოგხედავ.რაც არ უნდა ყოფილიყო ადრე გინდ ცუდი თუნდაც კარგი.. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ხოდა ერთი თხოვნა მექნება. გთხოვ არ შემიძულო