ბედნიერება :)

ეს საოცარი გრძნობაა… რომელიც შენს გულს ავსებს რაღაც ვარდისფერი სითხი და შენ სულ იღიმი 🙂 როგორ მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაშ კვლავ დადგა  ბედნიერების უსასრულო დრო. ეს რათქმაუნდა ჩემი მეგობრების ბრალია :დ და კიდე იმ მუსიკის რომელსაც ახლა ვუსმენ 🙂

აქამდე თითქოს ყველასგან მტოვებული ვიყავი.. ახლა კი 3 ადამიანი ერთდროულად მწერს, ისინი ვინებიც ძალიან მიყვარს.  იმდენად ბედნიერი ვარ რომ ტირილი მინდება ბედნიერებისათვის. თურმე ბედნიერება მოწყურებულს ესევე რომ ეწაფები ბედნიერების წყაროს რაღაცნაირად სული გადაიტვირთება და რესტარტი სჭირდება. 🙂  იცით ალბათ დღეს მსოფლიოში სულ ყველა ადამიანი მიყვარს, ეს უცნაურია მაგრამ უბედნიერესი ვარ. ვიღიმი სარკეში ვიხედები და ვამბობ.

-რა ლამაზი ხარ ჩემო თავო. 🙂

არ გეგონოთ თიქოს განდიდების მანია მქონდეს ან ნარცისიზმით ვიყო შეპყრობილი, უბრალოთ ახლა ვარ ბედნიერი. არა ფიზიკურად არამენ სულიერათ ბედნიერი.

დღეს მე თამო და დათომ ვისეირნეთ. თურმე ვერც კი ვხვდებოდი როგორ მენატრებოდნენ, მაგრამ არაფერია ამოვინაზღაურებ. მთელს წელს მათთან გავათარებ და ….. მოკლეთ ხვალ ვაპირებ ქალაქში გასვლას. იმედია კარგ დროს გავატარებ, არა იმედია კი არა ზუსტად ვიცი სიცილით მოვკვდები.

მე + ჩემი მეგობრები = ბედნიერება

ღმერთმა დიდხანს მაცოცხლოს მეც და ყველა ჩემი ბედნიერებაც 🙂

ძალიან მიყვარს ესეთი სენტიმენტალრი მომენტები როცა აცნობიერებ რო შენ ვიღაცას ყვარხარ, გოცნის, გეხუტება, გეუბნება ლამაზ სიტყვებს ან უბრალოდ ხელს ჩაგკიდებს და სიტყვები საჭირო აღარ იქნება. მიყვარს ისიც თუ როგორ ვუჭამ ჩემს მეგობრებს ტვინს ან რამე გემრიელ საჭმელს. მე ღორმუცელა ფორევერ ❤

P.S დღეს რუსთავი ორზე ვუყურე მე ვხედავ მზეს, ძალიან ამიჩუყა გული და ძალიან მომეწონა. იმედია ოდესმე მეც შემიყვარდება ვინმე ვისაც ვეყვარები.. და ვიქნებით ერთად დიდხანს და ბედნიერად.  ყრადღება არ მიაქცოთ ჩემს ნაბოდვარს უბრალოთ ბედნიერების დროს დაწერილია და რაღაცეებს ვაზვიადებ.