ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი :)

     უკვე დიდიხანია რაც გამომცემლობა «პალიტრა L» უშვებს 50 წიგნის კრებულს რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. მეც წიგნების ერთ-ერთმა დიდმა მოყვარულმა დავიწყე ამ წიგნების კითხვა.  ახლახანს წავიკითხე  იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი, ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამინდა რომ გაგიზიაროთ სანამ ჯერ კიდევ კარგად მახსოვს (მაგრამ ზუსტად ვიცი ამ წიგნისაგან მიღებულ სიამოვნებას ვერასოდეს ვერ დავივიწყებ). images(2)

ეს წიგნი სიყვარულის მარად უჭკნობი ხოტბაა. დასავლეთის ლიტერატურაში იშვიათად მოუხდენია რომანს ვერტერისნაირი ზეგავლენა( ამისათვის ისიც საკმარისია, რომ ეგვიპტის ექსპედიციაში მიმავალ ნაპოლეონს იგი შვიდჯერ გადაუკითხია პირამიდების ჩრდილში). ეს წიგნი არის სიყვარულზე რომელსაც განაჩენი წინასწარ აქვს გამოტანილი… ნაწარმოების მთავარი გმირი ამბავს გადმოგვცემს თავისი დღიურების, ჩანაწერების და წერილების სახით. დღიურებში ასახულია მისი ყოველდღიური ცხოვრება და საკმაოდ ნათლადაა დახატული მისი სულიერი მდგომარეობა. ვერტერს უყვარდება მშვენიერი ქალწული ლოტე რომელიც დანიშნულია ფრიად პატივცემულ ყმაწვილ ალბერტზე. მისი სიყვარული ლოტესადმი იმდენად წმინდა და ფაქიზია რომ მზადაა ლოტეს გამო ყველაფერი გაიღოს, თვით თავისი სიცოცხლეც კი. მიუხედავათ იმისა რომ ვერტერი ცდილობს თავისი გრძნობების ჩახშობას და დროებით სხვაგან გადადის კიდეც ის მაინც ვერ ივიწყებს მას და უკან ბრუნდება… ამ წიგნის წაკითხვისას თითქოს ჩემი თავი შევიცანი და რაღაც ახალიც აღმოვაჩინე. გირჩევთ რომ ყველამ წაიკითხოთ. ტყუილათ კი არ აწერია ყდაზე ეს წიგნი უნდა წაიკითხო მანამ სანამ ცოცხალი ხარ. ♥

ფრაზები რომლებიც ამოვწერე სპეციალურათ თქვენთვის

გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყნად უფრო მეტ სიავეს წარმოშობს ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა.

ამ წუთში ფუნჯს ვერ ვეკარები, ერთი ხაზის მოსმაც არ შემიძლია, მაგრამ არასოდეს მიგრძვნია ამაზე მეტი მხატვრული ძალის მოზღვავება ჩემს მაჯებში.

უეჭველია, თვითმკვლელობა უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების მძიმე ჭაპანის თრევა

პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უპირატესია და ვაი იმას, ვინც პირველად თქმულს დაგაშლია და გადააკეთებს.

ადამიანები თვითონვე ქმიან ისეთ ატმოსფეროს, რომ ცხოვრება აუტანელი გახადონ თავისთვის და სხვებისთვისას.

მე დღითიდღე ვრწმუნდები, ჩემო კარგო, რომ ადამიანის ცხოვრებას დიდი ფასი არა აქვს მაინცდამაინც. რაც უფრო მეტი ხანი გადის, მით უფრო მკვიდრდება ეს აზრი ჩემში.

და ჩემმა ფანტაზიამ უკვე მომაკვდავი ქალის სარეცელთან მიმიყვანა და ვხედავ, თუ როგორ შეაქცია სულთმობრძავმა სიცოცხლეს ზურგი.

ო, როგორ წარმავალია ადამიანი, ვიდრე გი თანადამსწრეა თავისი წრის და თავის გარემოს, იგი კიდევაც ახდენს მათზე შთაბეჭდილებას და როცა წავა, გაეცლება საყვარელ საგნებს, ძვირფასს არსებებს, წარიხოცება და უწყალოდ წარიშლება მისი კვალი ამ ცხოვრებაში.

ჩემი გულის სავსება მასზე ფიქრით იშრიტება.ჩემი სულის სავსება უიმისოდ რაა, თუ არ არარაობა!

images

შორიდან ვხედავდ ვიღაც კაცს, გაცრეცილ მწვანე ტანისამოსში,რომელიც კლდეებს შორის დაბობღავს და რაღაც ბალახებს დაეძებს ალბათ. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგონა, სახე მოიღრიჯა ჩემენ და მისი გამომეტყველება არც ისე ურიგოდ მეჩვენა. ეს იყო მხოლდ, საშინელი მწუხარების ჩრდილი გადაჰკრავდა ბედშავ სახეზე.

შავი თმა ქნძისთავით დაემაგრებინა, ნაწილიც ნაწნავებად დაეწნა და მხრებზე ეფინა.

მე გამოვკითხე, თუ რას ეძებდა.

-ვეძებ ყვავილებს და ვერ ვპოულობ.

-შესაფერი დროც ვერ შეგირჩევიათ ამ საქმისთვის.

-ყვავილებიო? ო, როგორ არა, ყვავილებიძლიერ ბევრია.

წარმოსთქვა მან და მომიახლოვდა.

ჩემს ბაღში ორნაირი ჯიშის ვარდები და ზამბახები ყვავიან, ერთი მამამ მაჩუქა, ისინი ჯინჭრებივით იზრდებიან.

ახლა მე დავეძებ და ვეღარ მიოვნია ჩემი ყვავილები. გარეთ ბევრია წითელი, ყვითელი და თეთრი ყვავილი, იასამნის ჩირგვს საუცხოო ყვავილი სჩვევია, ახლა ვეღარ ვნახულობ, ოღონდ ეს არის ფრთხილად შევეკითხე, თუ რად სჭირდებოდა ყვავილები? საოცარმაღიმილმა  გაიელვა მის სახეზე. სალოკი თითი ტუჩთან მიიტანა და მეუბნება: თუ არ გამცემ, მეტყვი: ჩემს მიჯნურს ყვავილების გვირგვინს შევპირდი.

-ეს ჩინებული აზრია.

-ო, მას სხვა რამეებიც მოეპოვება, მას სამკაულებიც და გირგვინიც არ აკლია.

-რა ჰქვია თქვენს მიჯნურს?

-ო, სახელმწიფომ რომ ფული მომცეს, მე სხვა ვინმე ვიქნებოდი. თუმცა ისეთი დროც იყო, მე უკეთ ვგრძნობდი თავს. ახლა გავავდი და ესაა.

მე ახლა ხომ ვხედავ- წარმოთქვა და თვალცრემლიანმა ახედა ცას.

-ბედნიერი იყავი, არა? შევეკითხე მე.

-ასე რომ მინდოდეს, ისევ ისეთი ვიქნებოდი. მაშინ ისე მსუბუქად ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში.

-ჰაინრიხ,-დაუძახა მას შორიდან მოხუცმა ქალმა,-ჰაინრიხ, სად დახეტიალობ?  ყველგან გეძიეთ ვერსად გნახეთ, გიცდით სადილად.

და შე გგონია, ფული რომ მოგცენ და ჯამაგირი, შენ უთოდ ბედნიერი იქნებოდი, ბედშავო. მაგრამ მაინც ნეტარო, შენი უბედობის მიზეზა ამქვეყნიური უბედურება მიგიჩნევია? და ვეღარც კი გრძნობ, შენი უბედობის მიზეზი შენს დაბნელებულ გონებაში, შენს იავარქმნილ გულშია ჩაფლულ და უამისოდ თვით ამქვეყნიური მეფეები ვერას გიშველიან.