კოშმარი :P

ახლა ვზივარ კომპიუტერთან და თავს ძალიან  მარტოსულად ვგრძნობ. ვუსმენ ლანა დელრეის და ვცდილობ რაიმე კარგზე ვიფიქრო, მაგრამ მგონი არ გამომდის. ვგრძნობ თუ როგორ მაწვება ცრემლები და ყელი მეწვის.

ადრე ასე არ იყო… ადრე არ ვფიქრობდი ასეთ საშინელებებზე როგორებიც ახლა ამ წუთას თავში მიტრიალებს და ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ მაძლევს. უწინ უდარდელი ბავშვი ვიყავი რომელსაც ძალიან უყვარდა სიცილი, მაგრამ ახლა ტირილს შევეჩვიე. უყვარდა მეგობრები მაგრამ ახლა ისე მარტოა თითქოს ისინი არც არსებობდნენ. ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა.. ახლა გავიზარდე, მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა და შემეშინდა რაღაცნაირად. შემეშინდა იმის, რომ მე ჩემი ცხოვრების გზას ავცდები და დავიკარგები, მერე კი ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიქნები. აღარ ვიქნები ისეთი როგორიც ჩემი თავი წარმომიდგენია ჩემს ოცნებებში. ამბობენ გარდატეხის ასაკში ყველა ბავშვს აქვს სირთულეებიო. იმედია მალე გამივლის თორემ გავგიჯდები

1044118_409600672487696_1154495834_n

Оставьте комментарий